Friday, June 11, 2010




პროექტი
1.პროექტის სახელი: მასშტაბი
2.პროექტის მოკლე აღწერა: მასშტაბი წარმოადგენს რუკაზე გამოსახულ მანძილებსა და შესაბამის რეალურ მანძილებს შორის დამოკიდებულებას
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ახალ ცნებას –მასშტაბი.დედამიწის ზედაპირის რაიმე ნაწილი,ცხადია შემცირებული სახით უნდა გამოსახონ.ბინაში ოთახების განლაგებაც უნდა შეძლონ შმცირებული სახით უნდა გამოსახონ.ბინაში ოთახების განლაგებაც უნდა შეძლონ შემცირებილი სახით–სათანადოგეგმით გამოსახონ.ამასთანავე,მითითებული უნდა იყოს სურათზე რაიმე მონაკვეთის სიგრძის შეფარდება იმ მონაკვეთის სიგრძესთან,რომელსაც ის გამოსახავს.შეასრულონ თავის სახლის გეგმა მათთვის არჩეული მასშტაბით.
რუკაზე გამოსახული მანძილით იპოვონ რეალური მანძილი ქალაქებს შორის,ან პირიქით რეალური მანძილიდან შეძლონ რუკაზე შემცირებული სახით მიღებული მანძილი.
4.მოსწავლის ასაკი: 12წ
5.ვადები: ერთი კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: აიღონ მოსწავლეებმა კლასის ზომები და მასწავლებლის დახმარებით რვეულის ფურცელზე გააკეთონ კლასის გეგმა ჯერ მასწავლებლის მიერ არჩეული მასშტაბით,ხოლო შემდეგ მოსწავლეებმა თავისი სურვილით არჩეული მასშტაბით გააკეთონ კლასის გეგმა.რუკის დახმარებით იპოვონ რეალური მანძილი ქალაქებს შორის .სურათზე ჭიანჭველის ზომებით მასშტაბის დახმარებით იპოვონ რეალური სიგრძე.
7.მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მიხვდებიან რომ უმჯობესია ერთი და იმავე ერთეულებით გამოსახონ მასშტაბი,შეძლებენ დამოუკიდებლად გეგმის გაკეთებას,დახაზვას.გეოგრაფიული და ისტორიული რუკის დახმარებით გამოთვლიან რეალური მანძილები რუკაზე გამოსახული მანძილებიდან და პირიქით.
8.საგნებთან კავშირი: ისტორია გეოგრაფია.
9.სარგებელი სხვებისთვის: სურვილი გაუჩნდებათ დამოუკიდებლათ გამოთვალონ სხვა ქვეყნის ქალაქებს შორის რეალური მანძილი.დამოუკიდებლათ შეძლებენ გეგმის გარჩევას და რუკის მიხედვით შეძლებენ მანძილის პოვნას.


პროექტის ვებ–გვერდი:http://www.blogger.com/post-edit.g?blogID=3195035701946844442&postID=8251407073740009027